Belive

ობლაკმა სასურველი გუნდი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე, იან ობლაკი ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს. გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ცნობით, სლოვენიელი მეკარის სასურველი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედია". გამომდინარე იქიდან, რომ "ატლეტიკო" უკვე დატოვეს გრიზმანმა, გოდინმა, ხუანფრანმა, ლუკას ერნანდესმა და ფელიპე ლუისმა, დიდი შანსია, რომ ობლაკიც მათ გზას გაჰყვეს. იან ობლაკის გადაბირება "პსჟ"-ს სურს. პარიზული კლუბი ბუფონმა დატოვა და იქ მეკარის პოზიცია გასაძლიერებელია. მიუხედავად ამისა, სლოვენიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი "იუნაიტედია". ყველაფერს ემატება ისიც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, დავიდ დე ხეას 20 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რათა ესპანელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდიდან წავიდეს. ესპანელ მეკარეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. "მანჩესტერ იუნაიტედს" 28 წლის მეკარესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა. დე ხეას კლუბში დარჩენის შემთხვევაში, მომდევნო წელს "იუნაიტედს" მისი დათმობა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს.

სხვა სტატიები