Belive

ოჩოა: "ესპანეთში დაბრუნება მსურს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სტანდარტ ლიჟის" მექსიკელი კიპერის განცხადებით, მას ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნება სურს. ბელგიურ გუნდთან 33 წლის მეკარეს კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს, იგი გუნდში თავს კარგად არ გრძნობს. „ევროპა ლიგის“ უკანასკნელ მატჩში ოჩოას კარი „სევილიას“ ფეხბურთელებმა 5-ჯერ აიღეს. ლა ლიგაში დაბრუნების სურვილი კი მექსიკელმა სწორედ აღნიშნული მატჩის შემდეგ გამოთქვა. ცნობილია რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოჩოა „ნაპოლიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ იტალიურ კლუბში გადასვლაში ხელი მექსიკურმა პასპორტმა შეუშალა. ოჩოა ესპანეთში 3 წლის განმავლობაში, "გრანადასა" და "მალაგას" შემადგენლობაში თამაშობდა.

სხვა სტატიები