Belive

ოჩოას ევროპული კარიერა დასრულდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მექსიკურმა კლუბმა გილერმო ოჩოა დაიბრუნა. ოჩოას ტრანსფერი "კლუბ ამერიკამ" ოფიციალურად დაადასტურა. 34 წლის კიპერის უკანასკნელი ევროპული კლუბი ლიეჟის "სტანდარტი" აღმოჩნდა.
Untitled
გავრცელებული ინფორმაციით, გილერმო ოჩოამ "კლუბ ამერიკასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, France Football-მა ოჩოა ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის შეიყვანა. ოჩოა ერთ-ერთი იყო იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომლებიც არაევროპულ კლუბებში თამაშობდნენ და უპრესტიჟულესი ჯილდოს მოპოვების კანდიდატთა შორის დასახელდნენ. მიუხედავად საყოველთაო ყურადღებისა, ოჩოას ევროპულ გრანდში არასდროს უასპარეზია. "აიაჩო", "მალაგა", "გრანადა" და "სტანდარტი" - ეს იმ ევროპული კლუბების ჩამონათვალია, რომელთა მაისურიც გილერმო ოჩოამ მოირგო.

სხვა სტატიები