ოდეგორის მომავალი მოდრიჩზეა დამოკიდებული

ლუკა მოდრიჩის და მარტინ ოდეგორის მომავალი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რა გადაწყვეტილებასაც ხორვატი ფეხბურთელი მიიღებს, იმის მიხედვით განისაზღვრება ნორვეგიელის ბედი მადრიდის “რეალში”.

“სამეფო კლუბი” და “რეალ სოსიედადი” მოდრიჩის სიტყვას ელოდებიან. მას მერე, რაც ოქროს ბურთის მომგები კლუბში დარჩენაზე თანხმობას ან უარს იტყვის, კლუბები ნიჭიერი სკანდინავიელი ფეხბურთელის მომავალზე შეთანხმდებიან.

COVID19-ით გამოწვეული კრიზისის გამო, მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფასები დავარდება და მოდრიჩის ტრანსფერი “ინტერში” ან სხვა დაინტერესებულ კლუბში წინა წლებთან შედარებით ნაკლებად სარფიანი იქნება.

Marca-ს ცნობით, თუ მოდრიჩი “ბლანკოსების” მაისურს კიდევ 1 სეზონით მოირგებს, მაშინ ოდეგორის ბასკური იჯარაც გახანგრძლივდება.

თანაც, გაისად ლუკას კონტრაქტი სრულდება და ფეხბურთელს “სანტიაგო ბერნაბეუს” თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა ექნება.

34 წლის ნახევარმცველს გარდა ორი მილანური კლუბისა, რეალური ვარიანტი MLS-იდანაც აქვს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს დევიდ ბექემი მაიამის “ინტერში” იწვევს.

მოდრიჩმა “რეალში” 8-წლიან კარიერაში 333 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა, 52 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ.

(946)

ოდეგორის მომავალი მოდრიჩზეა დამოკიდებული

სტატიის ავტორი
-