Belive

ოდიონ იგალო სამშობლოში ბავშვთა სახლს აშენებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგაში დაბრუნებულმა ოდიონ იგალომ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შანჰაი შენჰუადან" სეზონის ბოლომდე ინათხოვრა, მშობლიურ ქალაქში ბავშვთა სახლის ასაშენებლად მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. "ვოცნებობ, რომ ჩემი ქმედებებით სხვა ადამიანების ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენა მოვახდინო. იმედი მაქვს, ბევრი ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და აღსაზრდელები მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ",-თქვა იგალომ. 2015 წლის ინტერვიუში ნიგერიელმა ფორვარდმა მის სამშობლოში სხვადსხვა სახის ქველმოქმედებაზე ისაუბრა: "ჩემი ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა, ამიტომაც ვცდილობ იმ ოჯახებს დავეხმარო, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ. ვცდილობ იმ მცირეწლოვან ადამიანებს დავუდგე გვერდით, რომელთაც ელემენტარული პირობები არ აქვთ, რადგან ბავშვობაში ასეთ მდგომარეობაში თავად ვიყავი. ყოველთვიურად ვრიცხავ ფულს სკოლებში და ვეხმარები 45 ქვრივ ქალს, რადგან არ ჰყავთ ქმრები, ვინც მათზე იზრუნებს". 30 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში "უოტფორდში" თამაშობდა და 40 გოლის გატანაც მოახერხა, წინა სეზონში კი ჩინეთში 19 შეხვედრაში 10 ბურთი შეაგდო.

სხვა სტატიები