Belive

ოფიციალურად: აიმერიკ ლაპორტე ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, აიმერიკ ლაპორტემ, საფრანგეთის ნაკრებზე უარი თქვა და ესპანეთს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე თამაშის სურვილი კი არაერთხელ ღიად დაუფიქსირებია, მას "მამლების" მაისურით მოედანზე არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და შედეგად, ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ლაპორტეს გუნდში დამატების ინიციატორი ლუის ენრიკე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მას ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ხედავს. ამას მალე გავიგებთ, რადგან 21 მაისს, ლუის ენრიკე 26-კაციან განაცხადს დაასახელებს. ესპანეთის ცენტრალურ დაცვაში მწვავე კონკურენციაა: მთავარ გუნდში თამაშზე პრეტენციას სერხიო რამოსი ("რეალი"), ერიკ გარსია ("ვილიარეალი"), პაუ ტორესი ("ვილიარეალი") და ინიგო მარტინესი ("ატლეტიკი") აცხადებენ. მიმდინარე სეზონში, ლაპორტემ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და ინგლისის ლიგის თასში გამარჯვების გოლის გატანაც შეძლო. ლაპორტეს შესაძლებლობების ფონზე ისიც ნიშანდობლივია, რომ პეპ გვარდიოლა დაცვის ხაზში ჯონ სტოუნსსა და რუბენ დიასს ენდობა. აქვე გეტყვით, რომ ლაპორტეს საფრანგეთის U17, U18, U19 და U21 გუნდებში 51 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები