Belive

ოკაზაკიმ მალაგა გადასვლიდან 34 დღეში დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, შინჯი ოკაზაკიმ "მალაგა" გადასვლიდან 34 დღეში დატოვა. იაპონელ შემტევს გუნდის შემადგენლობაში მატჩი არ ჩაუტარებია. კონტრაქტი ესპანურ კლუბსა და 33 წლის თავდამსხმელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. როგორც ცნობილია, "მალაგა", თავისი ბიუჯეტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოკაზაკისთვის ხელფასის გადახდას ვეღარ მოახერხებდა. აღნიშნულ ფაქტს ოკაზაკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "არაფერს ვნანობ. თუ კიდევ მექნება შანსი, რომ "მალაგაში" ვითამაშო, არც კი დავფიქრდები." შეგახსენებთ, რომ შინჯი ოკაზაკიმ 2016 წელს "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგა მოიგო. იაპონელმა "მელიების" მაისურით 137 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები