Belive

ოლეკსანდრ ზინჩენკოს საოცარი ბურთის კონტროლი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა "არსენალის" ვარჯიშის კადრები, სადაც ზინჩენკო ბურთის კონტროლის არაჩვეულებრივ უნარს ავლენს. უკრაინელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" "მანჩესტერ სიტიდან" 30 მილიონის ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. ოლეკსანდრმა გუნდთან ოთხწლიან კონტრაქს მოაწერა ხელი. 25 წლის მცველმა საკუთარი ლონდონური კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო და ახლა ის არტეტას გუნდის ძირითადი ფეხბურთელია. "არსენალმა" პრემიერლიგის ორივე სადებიუტო მატჩი, "კრისტალ პალასისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ, მოიგო და ზინჩენკო ორივე შეხედრაში სასტარტო თერთმეტეულში იყო. ლონდონელი ფანები ფიქრობენ, რომ ოლეკსანდრმა გუნდის წარმატებაში გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს. მცველი ყოველი ვარჯიშის დროს ბოლომდე იხარჯება, რაზეც ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოც მეტყველებს. კარდში ჩანს, რომ ზინჩენკო მაღალი სისწარფით მოედნის ერთი ბოლოდან მეორეისკენ ისე გარბის, რომ ბურთს ძირს არ აგდებს.

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" შემდეგი შეხვედრა შაბათს "ბორნმუთის წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები