Belive

ოლიმპიაკოსმა ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სრულდება 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონი და იწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი. ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთმა ფავორიტმა კლუბმა - "ოლიმპიაკოსმა" ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის, მეთიუ ვალბუენას დამატება გადაწყვიტა. ფრანგი ვინგერი "ოლიმპიაკოსს" 1-წლიანი ვადით შეუერთდება. 2015 წლამდე ვალბუენა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლდათ, თუმცა მას შემდეგ რაც, კარიმ ბენზემასთან ერთად სექსუალურ სკანდალში გაეხვა, ეროვნული ნაკრების წევრი აღარაა. "ძალიან ბედნიერი და ენთუზიაზმით აღსავსე ვარ იმ ფაქტით, რომ მომდევნო სეზონს საბერძნეთში გავატარებ", - განაცხადა 34 წლის მეთიუ ვალბუენამ. შეგახსენებთ, ვალბუენა განვლილი 2 წლის განმავლობაში "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავდა, სადაც მან 12 გოლსა და 24 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები