Belive

ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს ბაიერნში გადასვლაზე უარი განაცხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ფაბრიციო რომანომ, "ბაიერნის" აღმასრულებელ დირექტორთან - ოლივერ კანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ოლივერ კანი კრიშტიანუ რონალდუს "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობდა და დაადასტურა, რომ გერმანული გრანდი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს არ შეიძენს.

"შემიძლია გამოვრიცხო კრიშტიანუ რონალდუს "ბაიერნში" გადმოსვლა. ჩვენ განვიხილეთ ეს თემა, ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია - ჩვენ ყველას გვიყვარს რონალდუ, მაგრამ ჩვენი სტრატეგია განსხვავებულია..."

"ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეა, მკაფიო ფილოსოფია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევადგინოთ ჩვენი გუნდი და შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს რონალდუს თაობაზე".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე პორტუგალიელი ვარსკვლავი თავისუფალი აგენტი გახდება.

სხვა სტატიები