Belive

ოლივერ კანმა საქველმოქმედო ფონდი შემოწირულობის გარეშე დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა გერმანელმა კიპერმა, ოლივერ კანმა საქველმოქმედო ფონდი შემოწირულობის გარეშე დატოვა. მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა, რომელმაც კარიერა 11 წლის წინ დაასრულა ამჟამად ერთ-ერთი გერმანული სატელევიზიო არხის სპორტული მიმომხილველია. კარიერის დასრულების მიუხედავად, ოლივერ კანი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი მსგავსი ღონისძიების დროს, ოლივერ კანი 9 წლის ბავშვებს დაუპირისპირდა. 9 წლის ბავშვების გუნდი ოლივერ კანს თერთმეტ მეტრიანების სერიაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების მიერ გატანილ ყოველ გოლზე გარკვეული რაოდენობის თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხებოდა - თუმცა ოლივერ კანი წაგებას არასდროს ეგუება. გერმანელმა კიპერმა ბავშვების მიერ დარტყმული ყველა პენალტი მოიგერია და საქველმოქმედო ფონდი შემოწირულობის გარეშე დატოვა.

სხვა სტატიები