Belive

ოლივიე ჟირუმ ინტერთან პირადი დეტალები შეათანხმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგ თავდამსხმელს ლონდონურ კლუბში კარგი პერიოდი არ უდგას. ლამპარდისთვის ჟირუ მესამე ფორვარდად იქცა. ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ტამი აბრაჰამს ვხედავთ, ხოლო მისი შემცვლელი კი  ბელგიელი მიჩი ბაჩუაი გახლავთ. აქედან გამომდინარე ფრანგს სათამაშო წუთები თითქმის არ აქვს. "მე არასდროს შევდივარ მწვრთნელთან კონფლიქტში, მიუხედავად იმისა ვეთანხმები თუ არა მას. დიდ პატივს ვცემ ფრენკ ლამპარდს, იგი კლუბის ლეგენდაა." - განაცხადა ჟირუმ "არსენალის" ყოფილ თავდამსხმელს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია მის გარშემო შეიცვლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისეა. ფრანგ თავდამსხმელს "ინტერი" დაუკავშირდა და კარგი წინადადება შესთავაზა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად "ინტერში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად რომელუ ლუკაკუ და ლაუტარო მარტინესი მოიაზრებიან , მაგრამ ანტონიო კონტეს ტაქტიკაში მინდორზე ყოველთვის ორი თავდამსხმელი ასპარეზობს. ასე, რომ წესით ჟირუს "ინტერში" უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება. ოლივიე ჟირუს იმედი აქვს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში იქნება. ფრანგს შემოთავაზებები "ლიონისგან" და "კრისტალ პალასისგანაც" ჰქონდა, მაგრამ მათი წინადადებები ჟირუსთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

სხვა სტატიები