Belive

ომარ თეთრაძე დინამო მოსკოვის მარცხზე: "ამ დონის ფეხბურთის თამაში დაუშვებელია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკოკოტივმა” “დინამო მოსკოვთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა რუსული კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩს შეფასება გაუკეთა ომარ თეთრაძემ - რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ომარ თეთრაძემ, რომელიც წარმოშობით, ნახევრად ქართველი და ნახევრად ბერძენია.
"ასეთი კალიბრის ფეხბურთელებს, ამ დონის ფეხბურთის თამაში არ ეკადრებათ. გუნდმა თამაში მხოლოდ ბოლო 10 წუთის განმავლობაში მოახერხა და რატომ არ შეიძლებოდა, იგივე მთელი თამაშის განმავლობაში მომხდარიყო? სწორედ ამიტომ დავისაჯეთ. გუნდს აკლდა სისწრაფე, კრეატივი, მეტოქე ყველაფერში გვჯობდა. ქართულმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა - ბიჭებს გამარჯვება უფრო მეტად უნდოდათ და "დინამო მოსკოვს" შეტევაში პრაქტიკულად შანსი არ მისცეს. ქებათა ქება ლოკომოტივს, ყოჩაღ", - აღნიშნა თეთრაძემ.

ასევე იხილეთ: რუსი ექსპერტი ლოკომოტივთან მარცხის შემდეგ: “სამარცხვინოდ დავმარცხდით”

 

სხვა სტატიები