ოპერაციიდან 5 დღეში – არაუხოს 120 წუთი ელ კლასიკოში

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “ბარსელონა” “რეალთან” 2:3 დამარცხდა. კატალონიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა რონალდ არაუხომ.

თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ ურუგვაელი მცველი “ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებდა. მან ესპანეთის თასის მატჩში ხელი მოიტეხა და “რეალთან” მატჩამდე 5 დღით ადრე ოპერაცია გაიკეთა.

მოუხედავად ამ ყველაფრისა, 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 120 წუთი გაატარა. “ბარსელონას” შემადგენლობაში არაუხო ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

 

(337)

სტატიის ავტორი
-