Belive

ოპერაციის შემდეგ პელე საავადმყოფოდან გამოწერეს | ლეგენდა სიმსივნის წინააღმდეგ იბრძვის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პელე, ჰოსპიტალიზირებულია და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამო, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის წინაშე იდგა. 80 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ალბერტ აინშტაინის სახელობის სან პაულოს საავადმყოფოში ქირურგიული ჩარევა მართლაც ჩაუტარდა. მსხვილი ნაწლავის სიმსივნის  გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პელემ საავადმყოფო დატოვა, თუმცა უცხოური წყაროების ცნობით ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის. "მას შემდეგ რაც, ბრაზილიელ ყოფილ ფეხბურთელს კვლევის შედეგად სიმსივნე დაუდგინდა ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მკვეთრად შეიცვალა. ის აუცილებლად გააგრძელებს მკურნალობის ქიმიოთერაპიის კურსით", - აცხადებენ ფეხბურთელის სამედიცინო გუნდის წევრები. 2015 წელს ფეხბურთელს პროსტატის ოპერაცია ჩაუტარდა, მას შემდეგ კი საავადმყოფოში მისი გადაყვანა მეექვსედ ხდება. "წარმატებული ოპერაციის შემდეგ სახლში ვბრუნდები, ამით ძალიან ბედნიერი ვარ", - წერს ფეხბურთელი. პელე ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 92 თამაშში 77 გატანილი ბურთით. პელე ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის ვინც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. პელე არამხოლოდ ბრაზილიის, არამედ სამხრეთ აფრიკის საუკეთესო ბომბარდირიც იყო, თუმცა სულ ახლახანს ლიონელ მესიმ მსოფლიოს შესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოლივიის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიქის შედეგად, მისი რეკორდი გააუმჯობესა.

სხვა სტატიები