გუნდში გატარებული 3 წლის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა “სან ხოსე” დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მადლობა ყველაფრისთვის. მომენატრებით და წარმატებას გისურვებთ მომდევნო სეზონში,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.
ვაკო ახლა თავისუფალი აგენტი გახდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ყაზაიშვილი აშშ-ში 2017 წელს, “ვიტესიდან” გადავიდა. MLS-ში მან 27 გოლი გაიტანა.
View this post on Instagram