Belive

ოფიციალურად: ხოაკინ კორეა ინტერის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერმა" რომის "ლაციოდან" ხოაკინ კორეა დაიმატა. ინტერმა უკვე დაიმატა ედინ ჯეკო, მაგრამ კიდევ ერთი შემტევის დამატება მათი მთავარი გეგმა იყო.

"ინტერმა" კორეა 2025 წლის 31 ივლისამდე დაიმატა. სიმონე ინძაგიმ "ნერაძურიში" ყოფილი შეგირდი წაიყვანა და შეტევის ხაზიც გააძლიერა, რომელიც რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ შესუსტდა. 27 წლის არგენტინელი ლაციოში 2018 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია სევილიაში, სამპდორიასა და ესტუდიანტესში, არგენტინის ნაკრებში კი 8 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, მიმდინარე ზაფხულს კოპა ამერიკის ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები