Belive

ოფიციალურად: 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის რემატჩი შედგება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ ბრუნდება "მანჩესტერ იუნაიტედში" რათა პრემიერლიგის გრანდს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის რემატჩში გაუძღვეს. ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუნხენის "ბაიერნთან" რემატჩი სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდების მატჩში მონაწილეობას 1999 წლის ფინალის ყველა ვარსკვლავი მიიღებს. შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის იქნება, შემოსული თანხა კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ლეგენდების მატჩი 26 მაისს გაიმართება - 20 წლის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ბაიერნს" ისტორიული გოლი გაუტანა.

სხვა სტატიები