Belive

ოფიციალურად: 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ლივერპული ჩემპიონია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. "მანჩესტერ სიტის" მარცხის შედეგად, პრემიერ ლიგის ჩემპიონის ბედი გადაწყდა. ინგლისის ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის სხვაობა 23 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 წლიანი პაუზის შემდეგ, მერსისაიდულმა გრანდმა პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სიმბოლურია, რომ 2013/14 წლების დრამატულ სეზონში "ლივერპულმა" ჩემპიონობა "ენფილდზე" "ჩელსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ დაკარგა - მერსისაიდელთა ლეგენდარულ კაპიტანს - სტივენ ჯერარდს მოედანზე ფეხი დაუცდა, რასაც შედეგად დემბა ბას გოლი მოჰყვა. "არისტოკრატებმა" "ვალი დააბრუნეს" და "მანჩესტერ სიტის" დამარცხებით, "ლივერპულს" ჩემპიონის ტიტული პრემიერ ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაუნაღდეს.

სხვა სტატიები