Belive

ოფიციალურად: 38 წლის დანი ალვეში ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი - დანი ალვეში, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე დაეხმარება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ დაწერა, სადაც ჩანს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე დანი ალვეში ითამაშებს.

დანი ალვეშის გარდა ბრაზილიას, ტოკიოს ოლიმპიადაზე ასევე დაეხმარება "სევილიას" მცველი - დიეგო კარლოსი, "ზენიტის" შემტევი და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი - მალკომი, "აიაქსის" 21 წლის ფორვარდი - ენტონი და "ასტონ ვილას" ნახევარმცველი - დუგლას ლუისი.
E4G0WouWUAIJGqg
38 წლის დანი ალვეში ევროპაში უკვე 2 წელია აღარ თამაშობს. იგი 2019 წლიდან სამშობლოში, კერძოდ კი "სან-პაულუს" ღირსებას იცავს. ბოლო ევროპული კლუბი, სადაც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა ითამაშა "პსჟ" იყო. დანი ალვეშს შესანიშნავი ევროპული კარიერა აქვს, მან "სევილიასთან", "ბარსელონასთან", "იუვენტუსთან" და "პსჟ"-სთან ერთად ყველა შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო.  

სხვა სტატიები