Belive

ოფიციალურად: აბურჯანია ჰოლანდიის ჩემპიონატში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას "ტვენტეში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. გიორგიმ "ტვენტეში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ჰოლანდიურმა გუნდმა აბურჯანია "სევილიასგან" 2-წლიანი არენდით დაიმატა. "ტვენტეს" გიორგის გამოსყიდვის უფლება ექნება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარის წესით, ლა ლიგა 2-ის გუნდში, "ლუგოში" გაატარა.

სხვა სტატიები