Belive

ოფიციალურად: ადურისმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ არიც ადურისმა კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ "ატლეტიკის" ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა. ადურისმა გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ მისმა ორგანიზმმა შესაძლებლობები ამოწურა.
"დიახ, მოვიდა დრო, რომ დაგემშვიდობოთ. ასე სრულდება ჩემი გზა - დაუვიწყარი და საოცარი," - თქვა არიცმა.
არიც ადურისმა "ატლეტიკის" რიგებში 405 მატჩი ჩაატარა 172 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 2 ბურთია.

სხვა სტატიები