ამსტერდამის “აიაქსს” მომავალი სეზონიდან ალფრედ სხრიოდერი ჩაიაბარებს – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც იცით, გუშინ “აიაქსმა” სეზონი ტიტულით დაასრულა – ერიკ ტენ ჰააგის ბოლო მატჩში ამსტერდამელებმა ნიდერლანდების ჩემპიონობა 36-ედ იზეიმეს.
ცნობილია, რომ სხრიოდერი “აიაქსთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდს 2024 წლის სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
Welcome back, boss! #ForTheFuture ⚪️🔴⚪
— AFC Ajax (@AFCAjax) May 12, 2022
ალფრედი წლების წინ სწორედ ტენ ჰააგის ასისტენტად მუშაობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ თავად ერიკი მალე “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებს.