Belive

ოფიციალურად: ალაბა რეალის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დავიდ ალაბა კარიერას "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. ავსტრიელი მცველი, რომელიც 2008 წლიდან "ბაიერნში" თამაშობდა, "რეალს" 1 ივლისიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ალაბას მიუნხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. "რეალის" ოფიციალური განცხადების თანახმად, დავიდმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში 433 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 33 გოლი და 55 საგოლე გადაცემაა. ალაბა გერმანიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგა კი ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის გერმანიის თასის 6-გზის გამარჯვებული და გერმანიის სუპერ თასის 5-გზის ჩემპიონია. ავსტრიელმა UEFA-ს სუპერთასის ტიტული ორჯერ მოიგო.

სხვა სტატიები