Belive

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი ინტერში ითამაშებს!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ალექსის სანჩესმა, გუნდი დატოვა და იჯარის წესით მილანის "ინტერს" შეუერთდა. ჩილელი იტალიაში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. სანჩესი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იუნატედში. მან გუნდში 19 თვე გაატარა და "არსენალიდან" 2018 წლის იანვარში გადმოსვლის შემდეგ, მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო (45 მატჩში) გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიეაერს, კი შანსის მიცემა ახალგაზრდებისთვის სურს, მაგალითად მარკუს რაშფორდი და მეისონ გრინვუდი.

სხვა სტატიები