ოფიციალურად: ალვარო მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ატლეტიკოს” აწ უკვე ყოფილი 27 წლის თავდამსხმელი – ალვარო მორატა “იუვენტუსში” დაბრუნდა.

ესპანელმა ფორვარდმა ტურინულ კლუბში რამდენიმე წუთის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად შეუერთდა “იუვენტუსს”.

ალვარო მორატა “ატლეტიკოში” 2018 წლიდან ირიცხებოდა, მან ჯამში 68 მატჩი ჩაატარა, სადაც 22 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ეს ტრანსფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ლუის სუარესი მადრიდის “ატლეტიკოს” კიდევ უფრო მიუახლოვდა – ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე, ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი – ლუის სუარესი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტრანსფერი მეტად მოულოდნელია.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, სუარესი მადრიდში დღეს ჩაფრინდება და მადრიდულ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

(113)

ოფიციალურად: ალვარო მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-