Belive

ოფიციალურად: ანდრე ვილაშ-ბოაში მარსელის მთავარი მწვრთნელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მარსელს" ახალი მთავარი მწვვრთნელი ჰყავს - ფრანგულ გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი, ანდრე ვილაშ-ბოაში უხელმძღვანელებს. 41 წლის სპეციალისტთან "მარსელმა" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ანდრე ვილაშ-ბოაში ახალგაზრდა და ამასთან, ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. იმედი გვაქვს, ის ჩვენს გუნდს ახალ ენერგიას შემატებს. მას აქვს თანამედროვე ხედვა და დარწმუნებულები ვართ, რომ მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ," აღნიშნა გუნდის გენერალურმა დირექტორმა, ჟაკ-ანრი ეირომ.

 
View this post on Instagram
 

Bienvenue à notre nouvel entraîneur, @officialandrevillasboas 🔵⚪️ #WelcomeAVB #OMnation

A post shared by OM | Olympique de Marseille (@olympiquedemarseille) on

სხვა სტატიები