Belive

ოფიციალურად - ანდრეი შევჩენკომ სერია ა-ს გუნდი ჩაიბარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო, რომელიც ბოლოს უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სერია ა-ში დაბრუნდა. 45 წლის სპეციალისტმა ,,ჯენოა'' ჩაიბარა. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, შევჩენკომ გენუელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და სეზონში ხელფასის სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს. უკრაინელმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ევრო 2020-ის შემდეგ დატოვა. შევჩენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ,,ჯენოა” 9 ქულით ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გენუური გუნდი ,,რომას” წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები