Belive

ოფიციალურად: ანსუ ფატი ტრავმირებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და "ბეტის" შორის დაპირისპირებისას, კატალონიური კლუბის ახალგაზრდა შემტევი, ანსუ ფატი დაშავდა. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე გამოსვლა ვეღარ შეძლო, რის გამოც, ის ლეო მესიმ ჩაანაცვლა. მატჩის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელს მუხლის მიდამოში დაზიანება აქვს.
"დღეს საღამოს გაკეთებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანსუ ფატის მარცხენა მუხლის არეში, მედიალური მენისკის დაზიანება აქვს. მის დაბრუნებას რეაბილიტაციის პერიოდი განსაზღვრავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს, შესაძლოა, 1-იდან, 2-თვემდე გაუცდეს.

სხვა სტატიები