Belive

ოფიციალურად: ანტონიო კონტე ინტერის მთავარი მწვრთნელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, ანტონიო კონტემ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტი ჩაანაცვლა. 49 წლის სპეციალისტმა "სტემფორდ ბრიჯზე" 2 წელი გაატარა, სადაც მან პრემიერ ლიგისა და FA თასის მოგება შეძლო. მანამდე კი, კონტეს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობისას 3 სერია ა-ს ტიტული აქვს მოგებული. კონტეს წინამორბედმა, ლუჩანო სპალეტიმ, "ინტერი" მეოთხე ადგილზე და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. "ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ინტერი ამბიციური გუნდია და მინდა რომ მას ძველი დიდება დავაბრუნებინო," აღნიშნა კონტემ.

სხვა სტატიები