Belive

ოფიციალურად | ანტონიო კონტე ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტემ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. ჩრდილო ლონდონური კლუბის ოფიციალურ Twitter-ზე ხელმოწერის ცერემონიალის ამსახველი ფოტო გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტე "სპურსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ზაფხულამდე დაიკავებს. შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის წარუმატებელი სტარტისა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ, "ტოტენჰემმა" ნუნო ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა.

სხვა სტატიები