Belive

ოფიციალურად: არაბიძე სამტრედიას ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი არაბიძე კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს. ერთ დროს საკმაოდ იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსან გუნდში ითამაშებს. როგორც ცნობილია, 23 წლის ვინგერი "სამტრედიას" იჯარის წესით შეუერთდა. აქვე გეტყვით, რომ არაბიძე პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი არენდით "როტორში" გაატარა. რუსული კლუბის რიგებში არაბიძემ 4 მატჩი ჩაატარა და თავი ვერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები