Belive

ოფიციალურად: არნაუტოვიჩი ჩინეთში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს დადასტურდა, რომ მარკო არნაუტოვიჩი კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. "ვესტ ჰემის" ოფიციალური განცხადების მიხედვით, ავსტრიელი ფეხბურთელი ამიერიდან "შანხაის" მაისურს მოირგებს. 30 წლის თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ გუნდთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. ცნობილია, რომ მარკოს ტრანსფერი "შანხაის" 22 მილიონი ევრო დაუჯდა. ინგლისური მედიის ცნობით, არნაუტოვიჩი ჩინეთში კვირაში 280 000 ევროს გამოიმუშავებს. მარკო არნაუტოვიჩმა "ვესტ ჰემში" 2 წელი გაატარა, რა დროშიც "ჩაქუჩების" მაისური 65-ჯერ მოირგო და 22 ბურთი გაიტანა.

 

სხვა სტატიები