Belive

ოფიციალურად: არსენალმა ნიკოლას პეპე რეკორდულ თანხად შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონის "არსენალმა" კოტ-დ'ივუარელი ნიკოლას პეპე £72 მილიონად შეიძინა. ფრანგული "ლილის" ყოფილმა ფორვარდმა "მეთოფეებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ნიკოლას პეპე "არსენალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია - აქამდე ყველაზე დიდი თანხა "მეთოფეებს" პიერ-ემერიკ ობამეიანგში (£56 მლნ.) ჰქონდათ გადახდილი. "ნიკოლას პეპე ძალიან ნიჭიერი გარემარბია, რომლის შეძენა ევროპის საუკეთესო გუნდებს სურდათ. ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მოხარული ვარ, რომ პეპე ჩვენთან ერთად ითამაშებს. ის გუნდს ახალ ენერგიას, ძალას, კრეატივს შემატებს და წინა ხაზში მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს," განაცხადა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ. პეპეს გარდა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "არსენალმა" გაბრიელ მარტინელი (£6 მლნ.), დანი სებალიოსი (იჯარა) და ვილიამ სალიბა (£28 მლნ.) დაიმატა. "არსენალი" 2019/2020 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 11 აგვისტოს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები