Belive

ოფიციალურად - არტეტა არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია, რომ ნოემბერში უნარი ემერი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ესპანელი დროებით კლუბის ლეგენდამ ფრედი ლიუნგბერგმა ჩაანაცვლა, მაგრამ შვედმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად ვერ გაართვა. სულ ცოტა ხნის წინ "არსენალმა" ახალი მწვრთნელი წარადგინა - მიკელ არტეტა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი 5 სეზონის განმავლობაში "მეთოფეების" მაისურს ატარებდა, ხოლო შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ახლა კი მიკელი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელია. მოლოდინი საკმაოდ დიდია. გულშემატკივრების უმეტეს ნაწილს სჯერა, რომ ესპანელი გაამართლებს და კლუბს ამ კრიზისს დააძლევინებს.

სხვა სტატიები