Belive

ოფიციალურად | არტურო ვიდალი ბრაზილიური ფეხბურთის ფლაგმანს შეუერთდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის არტურო ვიდალი "ფლამენგოს" შეუერთდა. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენა "ფლამენგოს" ფანებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე მოხდა - ვიდალი ბრაზილიის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც "ფლამენგოსა" და "ატლეტიკო მინეიროს" დაპირისპირება შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდალი "ფლამენგოს" ღირსებას 2023 წლის დეკემბრამდე დაიცავს. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენის ამსახველი ვიდეო, ბრაზილიური კლუბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არტურო ვიდალი ისეთი ევროპული გრანდების ღირსებას იცავდა, როგორიცაა: "ლევერკუზენი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და "ინტერი". "ნერაძური" უკანასკნელი ევროპული გრანდი აღმოჩნდა, რომელშიც ჩილელმა ნახევარმცველმა იასპარეზა - კონტრაქტი მხარეთა ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

სხვა სტატიები