Belive

ოფიციალურად: აზარი რეალის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ედენ აზარი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ბლანკოსში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს. ედენ აზარმა "ჩელსიში" 8 წელი გაატარა, რა დროშიც ლონდენელთა მაისური 352-ჯერ მოირგო და 110 გოლი გაიტანა. მადრიდის "რეალის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზარს 13 ივნისს წარადგენენ.

სხვა სტატიები