Belive

ოფიციალურად: ბაჩანა არაბული ბერძნულ კლუბში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების წევრი, ბაჩანა არაბული კარიერას ბერძნულ "პანიონიოსში" გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დაადასტურა "პანიონიოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩანა არაბულმა "პანიონიოსთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მოხარული ვარ რომ კარიერას "პანიონიოსში" გავაგრძელებ. ეს არის ახალი გამოცდილება. მოუთმენლად ველი როდის შევხვდები მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს. ვიცი რომ ისტორიული კლუბის წევრი გავხდი და სიამაყით ვატარებ ამ კლუბის მაისურს. ეს არის ახალი გამოწვევა ჩემს კარიერაში. ვფიქრობ რომ კარგი წელი გვექნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "პანიონიოსმა" დასახულ მიზნებს მიაღწიოს", - აღნიშნა ბაჩანა არაბულმა "პანიონიოსის" ვებგვერდთან საუბარში.

სხვა სტატიები