Belive

ოფიციალურად: ბაკაიოკო იტალიაში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტიმუე ბაკაიოკო კარიერას კვლავ იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ფრანგი ფეხბურთელი ახალ სეზონს "ნაპოლიში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ნეაპოლელები ოფიციალურად ადასტურებენ. ბაკაიოკოს "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე მედიაში ხშირად იწერებოდა. "ჩელსის" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველს "როსონერიში" თამაშის სურვილი თავადაც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ტიმუე გასულ სეზონში ლონდონელებს "მონაკოში" ჰყავდათ განათხოვრებული. როგორც ცნობილია, "ჩელსი" ბაკაიოკოს ხელფასის მხოლოდ ნახევარს გადაუხდის.

სხვა სტატიები