Belive

ოფიციალურად: ბალოტელი იტალიის ნაკრებში ბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

4-წლიანი პაუზის შემდეგ მარიო ბალოტელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. დღეს რობერტო მანჩინიმ დაასახელა იმ 35 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში თამაშისთვის იბრძოლებენ. მათ შორის მოხვდა თურქული "ადანა დემისპორის" 31 წლის ფორვარდიც. ბოლოს ბალოტელიმ "ნერაძურის" მაისური 2018 წლის 7 სექტემბერს, პოლონეთთან (1:1) ერთა ლიგის მატჩში მოირგო. მარიოს თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი და 3 ასისტი აქვს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის, ბრაზილიაში დაბადებული ჟოაო პედრო, რომელიც 2014 წლიდან "კალიარის" ფეხბურთელია.

სხვა სტატიები