Belive

ოფიციალურად - ბარსელონა სუპერ ლიგაში რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობის შესახებ "ბარსელონამ" ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, კატალონიელები ტურნირის დატოვებას არ აპირებენ.
"ბარსელონა" იზიარებს წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების აზრს. დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო საჭირო ხდება სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, ეს კი იქნება ფინანსური უზრუნველყოფის გარანტი გუნდებისთვის. საუბარია გულშემატკივრისთვის შეთავაზებულ გაუმჯობესებულ პროდუქტზე, რაც გაზრდის ფან-ბაზასა და სპორტის 1პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ სუპერ ლიგაში მონაწილეობის მიღება დამფუძნებელი წევრის სტატუსით გადაწყვიტა. ჩვენ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი და ეს იქნებოდა ისტორიული შეცდომა, რომ უარი გვეთქვა იმ პროექტზე, რომელსაც სუპერ ლიგა ჰქვია. საზოგადოების უარყოფითი რეაქციიდან გამომდინარე, ეჭგვარეშეა, რომ საჭიროა ღრმა ანალიზი - თუ რატომ ჰქონდათ ადამიანებს უარყოფითი პასუხი. ყველა შემთხვევაში, "ბარსელონა" რჩება სუპერ ლიგაში, რადგან პროექტის ნათელ პერსპექტივაში დარწმუნებულები ვართ," - წერია განცხადებაში.  

სხვა სტატიები