Belive

ოფიციალურად: ბართომეუმ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტი დატოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის წამყვანი საფეხბურთო გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ხოსეპ მარია ბართომეუმ "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ჯერჯერობიოთ დეტალები ცნობილი არ ხდება და კომენტარს არც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ბართომეუს გზას კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობა გაუყვება. ესპანელი ბიზნესმენი "ბლაუგრანას" 2014 წლის 23 იანვრის შემდეგ ხელმძღვანელობდა, ბოლო წლები კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო. მის არაერთ საეჭვო საქმიანობას გულშემატკივრისა და მედიის მხრიდან მუდმივი კრიტიკა თან სდევდა. მასალა ეტაპობრივად განახლდება

   

სხვა სტატიები