Belive

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძე ავსტრალიიის ჩემპიონატში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოულოდნელი ტრანსფერი ქართულ ფეხბურთში - ბექა მიქელთაძე კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 23 წლის თავდამსხმელი "ნიუკასლ ჯეტსის" ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერს გუნდი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, ბექამ "ნიუკასლთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. მიქელთაძე ბოლოს საბერძნეთის მეორე ლიგაში, "ქსანთის" რიგებში ასპარეზობდა. 12 ჩატარებულ მატჩში ქართველმა შემტევმა 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება "ნიუკასლს ჯეტსის", გუნდმა ავსტრალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები