Belive

ოფიციალურად: ბუნდესლიგის განახლების თარიღი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონი მაისში განახლდება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ ჩემპიონატის დაწყებას მწვანე შუქი აუნთო, გადაწყვეტილება მიიღო - ბუნდესლიგა 15 მაისს განახლდება. დარჩენილი მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება, ხოლო შეხვედრების კონკრეტულ თარიღებს ფეხბურთის ფედერაცია დაასახელებს. ფეხბურთი გერმანიაში მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა. ქვეყანაში კორონავირუსით 150 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა - 6300. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში ფეხბურთელებსა და დასაქმებულ პირებს კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ. "ტესტირება გუნდებში რეგულარულია და მოთამაშეებს 14 დღიანი იზოლაცია დაწესებული არ იქნება," - თქვა მერკელმა. ბუნდესლიგას, ჩატარებული 25 ტურის მიხედვით, "ბაიერნი" ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები