Belive

ოფიციალურად: ბუფონი იუვენტუსში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯიჯი ბუფონი ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა. 41 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. მან "იუვენტუსთან" 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა "იუვენტუსში" 2001-18 წლებში თამაშობდა. 2018-19 წლებში ის "პსჟ"-ში გადავიდა. ახლა კი "ბებერ ქალბატონს" დაუბრუნდა.

სხვა სტატიები