Belive

ოფიციალურად - ბუფონი პარმაში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯანლუიჯი ბუფონი "პარმაში" ითამაშებს - ლეგენდარული იტალიელი მეკარე იქ დაბრუნდა, სადაც კარიერა დაიწყო. 43 წლის ფეხბურთელი "პარმას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ტრანსფერს კი კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერა ბუფონმა ხელი. ჯანლუიჯის "პარმასთან" ერთად 1995-2001 წლებში იტალიის თასი და სუპერთასი, აგრეთვე, UEFA-ს სუპერთასი აქვს მოგებული. რაც შეეხება "იუვენტუსს", ტურინელთა რიგებში ბუფონმა კარიერის მანძილზე 685 მატჩი ჩაატარა, 5-ჯერ გახდა იტალიის თასის გამარჯვებული, 10-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასის 6 ტიტული მოიპოვა. "პარმამ" სერია A-ის გასული სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და მომდევნო წელს გუნდი მეორე ლიგაში იასპარეზებს.

სხვა სტატიები