Belive

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაუქმებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები გაუქმებულია. პროცესის დროს გაპარული ტექნიკური პრობლემის გამო, ფეხბურთთის მმართველი ორგანო გუნდების პროტესტს დათანხმდა. როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვილიარეალი" ერთი და იმავე ჯგუფში გამოდიოდნენ, ამის გამო, ისინი პლეი-ოფში ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ანდრეი არშავინის მიერ ამოღებული ბურთებით, 1/8-ფინალში სწორედ ესპანურ-ინგლისური წყვილი მივიღეთ. აღნიშნული შეცდომა მალევე "გამოასწორეს", თუმცა წინ კიდევ ერთი პრობლემა გამოჩნდა - როდესაც "ატლეტიკოს" მეტოქე უნდა გამოვლენილიყო, პოტენციურ მეტოქეებში "იუნაიტედის" ბურთი აღარ ჩაუგდიათ. ცნობილია, რომ განმეორიბითი წილისყრა თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები