Belive

ოფიციალურად: დანი ალვეში კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, დანი ალვეში, კარიერას ბრაზილიურ "სან პაულოში" გააგრძელებს. 36 წლის ალვეში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ცნობილია, რომ ალვეშმა "სან პაულოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ძალიან ბევრი გუნდი თავაზობდა კონტრაქტს, თუმცა მე ბრაზილიაში დაბრუნება ავირჩიე," განაცხადა ალვეშმა. დანი ალვეშის გუნდში დამატებით მოხარულია გუნდის პრეზიდენტიუ, კარლოს აუგუსტო დე ბაროშ ე სილვა: "ალვეში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ის თავისი პროფესიონალიზმით და ტიტულების მოგების წყურვილით არის ცნობილი. ამასთან, ის სოციალურად აქტიური ადამიანი და ბრაზილიის ნამდვილი პატრიოტია," განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. “სევილიას,” “ბარსელონას,” “იუვენტუსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში, დანი ალვეშს შემდეგი ტიტულები აქვს მოგებული:
  • ლა ლიგა (6)
  • კოპა დელ რეი (5)
  • ესპანეთის სუპერთასი (5)
  • UEFA-ს სუპერთასი (4)
  • ჩემპიონთა ლიგა (3)
  • მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3)
  • UEFA-ს თასი (2)
  • ლიგა 1 (2)
  • FIFA-ს კონფედერაციის თასი (2)
  • იტალიის ჩემპიონატი (1)
  • იტალიის თასი (1)
  • საფრანგეთის თასი (1)
  • საფრანგეთის ლიგის თასი (1)
  • საფრანგეთის სუპერთასი (1)
  • კოპა ამერიკა (1)
  • მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (1)

სხვა სტატიები