Belive

ოფიციალურად - დანი ოლმო ლაიპციგის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაგრების "დინამოს" მთავარი დამრტყმელი ძალა დღეს "ლაპციგის" ფეხბურთელი გახდა. ესპანელ ნახევარმცველს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 21 წლის ფეხბურთელი დღეიდან "ლაიპციგისთვის" შეუტევს. ოლმომ ზაგრების "დინამოში" 5 წელი გაატარა და ამ პერიოდის მანძილზე 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 34 გოლით დაამახსოვრა. დანი ოლმო ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოდიოდა. მთავარ ნაკრებში კი მას მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული მალტას წინააღმდეგ  და იმ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. წლების მანძილზე ესპანელი ზაგრების "დინამოს" ლიდერი გახლდათ.

სხვა სტატიები