Belive

ოფიციალურად: დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიასა და ფინეთს შორის, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის 43-ე წუთზე კრისტიან ერიკსენი მინდორზე უგონოდ დაეცა. 29 წლის ნახევარმცველისთვის გულის ამუშავებას ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ცნობილი ხდება, დანიასა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა შეწყდა. კოპენჰაგენში, მატჩის ადგილობრივმა დიქტორმა ქომაგებს მოუწოდა, რომ სტადიონი არ დატოვონ, ინფორმაციას კი ისინი უახლოეს წუთებში შეიტყობენ. ასევე იხილეთ: უმძიმესი კადრები - კრისტიან ერიქსენი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა (ვიდეო)

სხვა სტატიები